ონლაინ ვაჭრობის
თანამედროვე პლატფორმა

ELCO არის ელექტრონული კომერციის საუკეთესო პლატფორმა, რომლის დახმარებით შეგიძლიათ თავად მართოთ თქვენი ონლაინ გაყიდვები, იქონიოთ მჭიდრო კავშირი მომხმარებელთან, სწორად დაგეგმოთ გაყიდვების კამპანია და მიიღოთ მეტი სარგებელი ბიზნესიდან.

მართეთ ონლაინ შეკვეთები ELCO-ს დახმარებით

1

ELCO-ს მობილური აპლიკაციის მეშვეობით, მომხმარებელი უკვეთავს სასურველ კერძსა თუ პროდუქტს.

2

ELCO Manager-ის აპლიკაციის დახმარებით, ობიექტი იღებს შეკვეთას, ამზადებს მას და გადასცემს კურიერს.

3

ELCO Courier მობილური აპლიკაციის დახმარებით, კურიერი იღებს მზა შეკვეთას და აწვდის მომხმარებელს.

ისარგებლეთ კურიერის სტანდარტული და ექსპრეს მომსახურებით

იმ შემთხვევაში, თუ არ გყავთ საკუთარი კურიერები, ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენი შეკვეთის მიწოდებას ავტომატიზებულ რეჟიმში. გარდა სტანდარტული მიწოდების სერვისისა, ისარგებლეთ ELCO-ს ექსპრეს კურიერის მომსახურებით. არანაირი პროცენტი ჩეკით გათვალისწინებული ჯამური თანხიდან, მხოლოდ მანძილზე გათვლილი მიტანის ფიქსირებული ღირებულება.

უპირატესობები

მომსახურების ფიქსირებული, მინიმალური გადასახადი, ნაცვლად შეკვეთის ღირებულებიდან დაანგარიშებული პროცენტისა.

შეკვეთიდან შემოსული თანხა პირდაპირ აისახება თქვენს ანგარიშზე.

საკურიერო სერვისით სარგებლობის მოქნილი პირობები.

ელექტრონული ლოიალობის ბარათების, ფასდაკლებებისა და ცხელი შეთავაზებების შექმნისა და მართვის სწრაფი შესაძლებლობა პირდაპირ აპლიკაციიდან.

მომხმარებლების ქცევისა და სტატისტიკის დეტალური ანალიზი.

გამოიყენეთ ელექტრონული ლოიალობის ბარათები

ELCO-ს აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ მომხმარებლებს შეთავაზოთ ელექტრონული დაგროვების ბარათები, რომლის დახმარებით მათ შეუძლიათ ქულების დაგროვება და გახარჯვა. ონლაინ ლოიალობის ბარათებს შეუძლია სრულად ჩაანაცვლოს რეალური ბეჭდური ბარათები. თქვენ შეგიძლიათ აჩუქოთ მომხმარებელს ქულები, გამოიყენოთ დამატებითი ქულების დარიცხვის შესაძლებლობა მარკეტინგულ აქტივობებში.

შეთავაზეთ მრავალფეროვანი აქციები თქვენს ერთგულ მომხმარებლებს

ELCO-ს აპლიკაციის მეშვეობით, შეგიძლიათ დაგეგმოთ სხვადასხვა სახის აქცია, ფასდაკლება თუ საჩუქარი, დამატებითი ქულების დარიცხვა, წახალისება მეგობრისთვის თქვენი პროდუქციის შეთავაზების სანაცვლოდ და მრავალი სხვა. უფრო მეტიც, მომხმარებლების ქცევის გაანალიზებით, საშუალება გაქვთ თითოეულ მათგანზე გამიზნული ინდივიდუალური აქცია მოამზადოთ, რაც თქვენი კამპანიის მაღალი ეფექტურობის გარანტია.

ისარგებლეთ სრული ავტომატიზაციით FINA-ს პროდუქტებთან

ELCO-ს აპლიკაციის FINA-ს პროდუქტებთან ინტეგრაციით, შესაძლებლობა გაქვთ კიდევ უფრო გაიმარტივოთ ბიზნესის მართვა. ერთ სივრცეში მოაქციოთ თქვენი ბიზნესის ონლაინ გაყიდვები, თვალი ადევნოთ კომპანიის ბრუნვას, შეასრულოთ ბუღალტრული და მენეჯერული ოპერაციები. ამით დაზოგავთ თქვენს დროსა და ენერგიას, ამასთანავე, მიიღებთ ყველა სახის ინფორმაციას ერთ სივრცეში.